თელ-ავივში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა - Palitra News

თელ-ავივში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

2025-07-25 13:03:09+04:00

თელ-ავივში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ომის დასრულებას და მძევლების სახლში დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მოუწოდებენ, „ჰამასთან“ მძევლების გასათავისუფლებლად გარიგება დადოს. ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან თავიანთი დელეგაციები გაიწვიეს. მედიის ცნობით, ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ხოლო ისრაელელები მძევლების პირობებით შეშფოთებული არიან.