მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობას მიაწვდის. მათივე ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის მოდიფიკაციებსა და ტექნიკურ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებსა და აქსესუარებს, შეკეთებისა და დაბრუნების მხარდაჭერას, პერსონალის მომზადებასა და სასწავლო აღჭურვილობას. აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ ვინ გადაიხდის უკრაინისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის ხარჯებს.