1. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გნაცხადებით, მან მთავრობას დაავალა, ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილებების შესახებ კანონპროქტის ტექსტი პარტნიორებს წარუდგინოს. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების ფონზე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საკითხზე ღირსეული რეაგირება ჰქონდეს.. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რადაში მისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობისთვის სრულფასოვან გარანტიებს იძლევა. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი რუსული ჩარევის თავიდან ასაცილებლად რეალურ შესაძლებლობებს ითვალისწინებს.