საფრანგეთი პალესტინელთა სახელმწიფოს სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს - Palitra News

საფრანგეთი პალესტინელთა სახელმწიფოს სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს

2025-07-25 09:38:41+04:00

საფრანგეთი პალესტინელთა სახელმწიფოს სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს. ის ამბობს, რომ შესაბამის განცხადებას სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს. ამავე განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტი განმარტავს, რომ აუცილებელია ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლი შეწყდეს და ღაზას სექტორის მოსახლეობას საჭირო დახმარება მიეწოდოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მაკრონის განცხადება გააკრიტიკა. მისი თქმით, ის მკაცრად გმობს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თელ ავივის გვერდით, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.