კომუნიკაციების კომისია ბაღდათის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს - Palitra News

კომუნიკაციების კომისია ბაღდათის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს

2025-07-25 09:36:49+04:00

კომუნიკაციების კომისია ბაღდათის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, ბაღდათის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.