თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ 17 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე. შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებას, საპროტესო აქცია მოჰყვა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი გუშინ გვიან ღამით დაასრულა. უწყების განმარტებით, შენობა-ნაგებობა სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, რასაც მათივე ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.