ტაილანდმა კამბოჯაში სამხედრო ობიექტები დაბომბა, - ტაილანდის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა გამანადგურებლებით საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარე კამბოჯის სამხედრო სამიზნე ობიექტები გაანადგურა. ტაილანდისა და კამბოჯის სამხედროებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი დღეს გაუხსნეს. შეტაკებების დაწყებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს. შეტაკებების დაწყების შემდეგ ტაილანდმა კამბოჯასთან საზღვარი დახურა. ტაილანდის არმიის ცნობით, კამბოჯიდან იერიშების შედეგად საზღვრის გასწვრივ მდებარე პროვინციებში ტაილანდის 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.