უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა შედგა - უკრაინამ აგრესორი ქვეყანისგან კვლავ ცეცხლის უპირობო შეწყვეტა და ომში მყოფი ქვეყნების პრეზიდენტების პირდაპირი შეხვედრა მოითხოვა. აღნიშნულ ინიციატივაზე დათანხმებისთვის რუსეთის ფედერაციას ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. უკრაინული მხარე განმარტავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპიც უნდა ესწრებოდნენ. უკრაინა ასევე ადასტურებს, რომ ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციისგან თანხმობა მიიღო, თუმცა ეს შეთანხმება მხოლოდ მძიმედ დაჭრილ, ახალგაზრდა და ტყეობაში 3 წელზე დიდი დროით მყოფ ტყვეებს ეხებათ.