გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრების რისკები შესახებ აფრთხილებს - Palitra News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრების რისკები შესახებ აფრთხილებს

2025-07-24 16:00:48+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრების რისკები შესახებ აფრთხილებს. უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დადგენილ აკრძალვებს დაემორჩილონ. ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია მათ შორის ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ტყის დაზიანებულ უბნებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 - დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.