ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი მივიდა - Palitra News

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი მივიდა

2025-07-24 15:55:30+04:00

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი მივიდა. სუჯაშვილს შესვლაზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, როგორც აღნიშნა ჟურნალისტების კითხვებს გამოკითხვის დასრულების შემდგომ უპასუხებს. სუჯაშვილის დაბარებამდე გუშინ ამავე საქმის ფარგლებში გამოძიების კითხვებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია პასუხობდა. იზორიამ დაადასტურა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ფორმალური თუ არაფორმალური ფომატების მეშვეობით ინფორმაცია არ მიუღია. ამჯერად, რა ინფორმაციას მიაწოდებს უწყებას საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი.