კოალიცია ცვლილებისთვის, ნაციონალური მოძრაობისა და კიდევ 6 პოლიტიკური პარტიის მსგავსად 4 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არც პარტია ანა დოლიძე ხალხისთვის მიიღებს. თუმცა როგორც გუნდის თავმჯდომარემ განაცხადა, ისინი არც ბოიკოტს შეუერთდებიან. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროცესი ოპოზიციური პარტიების ორ ბანაკად გაყოფამ დააზიანა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან გახარია საქართველოსთვის და ლელო -ძლიერი საქართველოს წევრები. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას აგვისტოში გეგმავს. აპირებს თუ არა მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებზე კახა კალაძე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას, დედაქალაქის მერს კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია.