თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძის განცხადებით, გამოსახლების პროცესი მცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს. მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფოს სამართლებრივად სწორი და დასაბუთებული პოზიცია აქვს. მისივე თქმით, გამოსახლებული პირებიდან მხოლოდ 58 ადამიანია დევნილი, ამ პირებთან მიმართებით კი - სამინისტროს უკვე აქვს შეთავაზება. რაც შეეხება სხვა ოჯახებს, მინისტრი აცხადებს, რომ უკვე არსებობს კონკრეტული პროექტები, რომლებიც განხილვის პროცესშია.