პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს - Palitra News

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

2025-07-24 13:15:35+04:00

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამავდროულად, ვიდრე ,,ქართული ოცნება’’ დედაქალაქის მერის კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენს, თბილისის მერი ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. მმართველი გუნდის მტკიცებით, მათი სურვილია არჩევნები სრულყოფილ გარემოში ჩატარდეს, სწორედ ამ მიზეზით, მიხეილ ყაველაშვილი დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენებას და კენჭისყრაში მონაწილეობას სთავაზობს. 8 ოპოზიციური პარტიის არჩევანი - ბოიკოტია, 2 პოლიტიკური ჯგუფი კი თვითმმართველობის არჩევნებს დამატებით ბერკეტად განიხილავს. გახარია საქართველოთვის და ლელო-ძლიერი საქართველო მემორანდუმის ფარგლებში მერობის კანდიდატზე მსჯელობენ. რას პასუხობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ყაველაშვილს და როგორია მხარეთა გეგმები არჩევნებზე?!