კვიპროსის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

კვიპროსის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

2025-07-24 09:59:27+04:00

კვიპროსის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა - ასობით ადამიანი კი ევაკუირებულია. ხანძარმა, რომელიც ოთხშაბათს, შუადღისას, სამხრეთ ქალაქ ლიმასოლის ჩრდილოეთით, მთიან რელიეფზე გაჩნდა, სახლები გაანადგურა და ძლიერი სიცხის ფონზე ადგილობრივ თემებს საფრთხე შეუქმნა. ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უწყობს. ხელისუფლება სოფლებში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციას ცდილობს. კუნძულზე ტემპერატურამ 43 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, დღეს კი მაქსიმალური ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს. კვიპროსმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით დახმარება ითხოვა. ესპანეთი დღის განმავლობაში კუნძულზე 2 თვითმფრინავს გაგზავნის. კვიპროსს დახმარების პირობა იორდანიამაც მისცა.