სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას კითხვები გაუგზავნა, რომლებიც მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერებას შეეხება. სტრასბურგის სასამართლო სწავლობს, დაარღვია თუ არა ხელისუფლებამ ამაღლობელის უფლებები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ რომ მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სამართლებრივ ბერკეტებს კრიტიკული ხმების ჩასახშობად. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სტრასბურგში გაგზავნილი საქმე საქართველოში სასამართლოს მიმართ უნდობლობას ადასტურებს.