დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადასტურებს, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას აპირებს - Palitra News

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადასტურებს, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას აპირებს

2025-07-24 09:50:14+04:00

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადასტურებს, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამავდროულად, პარტია „ხალხისთვის”თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საკუთარ გადაწყვეტილებას საზოგადოებას 24 ივლისს გააცნობს. კოალიცია "ცვლილებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობისთვის", მთავარი ამოცანა ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება და 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაა. მათი შეფასებით, არჩევნების პირობები ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საკმარის საფუძველს არ ქმნის. ბოიკოტს ემიჯნებიან "ლელო - ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" გუნდი. მათი შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები უნდა გამოიყენონ, როგორც დამატებითი ბერკეტი ქართული ოცნების წინააღმდეგ. მმართველ გუნდს კი 64ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების იმედი აქვს.