ვინც თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება - ასეთი პოზიცია აქვთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს 4 ოქტომბერს ჩანიშნულ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, მოსაზრებას იზიარებენ კოალიცია ცვლილებისთვის წევრებიც. თუმცა ბოიკოტს ემიჯნებიან ლელო ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის გუნდი. მათი შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები უნდა გამოიყენონ როგორც დამატებითი ბერკეტი ქართული ოცნების წინააღმდეგ. უცვლელია მმართველი გუნდის პოზიცია, რომელსაც 64ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების იმედი აქვს.