სერბეთში ხანძრის 11 კერას ებრძვიან. მთავრობა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ოფიცერმა განაცხადა, ხანძრის გავრცელებას ცხელი და მშრალი ამინდები იწვევს. მისივე თქმით, მოქალაქეებმა ტყეებში შეკრებებისაგან და ბალახის დაწვისაგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავონ. მედიის ინფორმაციით, ივლისში სერბეთში ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.