ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს

2025-07-23 13:03:21+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. როგორც, ზელენსკი აცხადებს, ანტიკორუფციული ორგანოები მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე იმუშვებენ,. პრეზიდენტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ, სადაც მოსახლეობა კანონის მიღებას აპროტესტებს, არ უსაუბრია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ გენერალური პროკურორი ყველა კანონდარღვევას სამართლიანად აღკვეთს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროინტეგრაციისთვის.