შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქურდობის ბრალდებით ინსპექტორი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქურდობის ბრალდებით ინსპექტორი დააკავა

2025-07-23 13:02:47+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქურდობის ბრალდებით ინსპექტორი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული პირი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.