მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ მხარეებს განსხვავებული შეხედულება და ბრძოლის განსხვავებული გეგმა აქვთ. გიორგი ვაშაძე ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და თვითმმართველობის არჩევნებზე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებით კი , მთავარი ამოცანა ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება და 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაა. ამავდროულად, მემორანდუმზე ხელმომწერი პარტიები საერთო მერობის კანდიდატზე მსჯელობენ. "პარტია გახარია საქართველოსთვის" და "ლელო-ძლიერ საქართველოს" დრო სექტემბრამდე აქვთ. თავის მხრივ, ,ქართული ოცნება’’ მერობის კანდიდატს სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაასახელებს.