ისრაელის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ისრელი დაიკავებს ღაზას და მას ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად აქცევენ. როგორც ისრაელის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, მან ღაზის სექტორის ნაწილების ანექსიის შესაძლებლობა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, კონფერენციაზე განიხილა. მინისტრის თქმით, ისრაელს აშშ-ის პრეზიდენტის დიდი მხარდაჭერაც აქვს.