1. უკრაინამ თავდაცვით დრონებთან დაკავშირებით კიდევ ოთხ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელთა ღირებულება 3 მილიარდ გრივნაზე მეტს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა. მისივე თქმით, თავდაცვითი დრონების რაოდენობის გაზრდის საკითხს სამხედროები და სამინისტროები, კერძოდ, თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე განიხილავენ. ზელენსკის განმარტებით, ასევე მიმდინარეობს ფრონტზე გამოსაყენებელი დრონებისთვის საჭირო კონტრაქტების გაფორმება და ღრმა დარტყმების პროგრამა გაგრძელდება.