აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში დათო მაღრაძის წიგნის - "ჯაკომო პონტის“ აფხაზური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, პოემის აფხაზურ ენაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის, ასევე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.