გიორგი ვაშაძის შემდეგ, რომელიც ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და თვითმმართველობის არჩევნებზე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს, ახლა უკვე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავარი ამოცანა ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება და 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაა. ამავდროულად, მემორანდუმზე ხელმომწერი პარტიები საერთო მერობის კანდიდატზე მსჯელობენ. პარტია "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო-ძლიერ საქართველოს" დრო სექტემბრამდე აქვთ. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს ამ დრომდე აკრიტიკებენ იმ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წევრები, ვისთვისაც თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის ტოლფასია. თავის მხრივ, "ქართული ოცნება’’ მერობის კანდიდატს სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაასახელებს.