შესაძლოა თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს?! მმართველ გუნდში პოზიციას არ იცვლიან და ევროკავშირს საკითხის შანტაჟისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. სახელისუფლებო გუნდისთვის ევროკომისიის დათქმები მიუღებელია, ფიქრობენ რომ ევროკაშვირი საბჭოთა მეთოდებით ხელმძღვანელობს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, "ქართული ოცნების" პირობებში ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საშიშროება რეალურია. მიმდინარე პროცესების ფონზე ცალკეული დასავლური ქვეყნების მხრიდან კრიტიკული "ქართული ოცნება" კვლავ კრიტიკის ობიექტია. დასავლელი ლიდერები მმართველ გუნდს კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ.