ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძლედება - Palitra News

ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძლედება

2025-07-23 09:55:00+04:00

ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძლედება. დღეს პროკურატურის კითხვებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უპასუხებს. გუშინ კი ჩორჩანას საგუშაგოზე თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოიკითხა. ჩაჩიბაია ამბობს, რომ ჩორჩანასთან საგუშაგოები აღმართვის პერიოდში, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ. ჩაჩიბაიას თქმით, ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს დადგმის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს, სამსახურში გაიგო და თავდაცვის ძალებში შესაბამისი ღონისძიებაც გატარდა, რათა ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყვნენ. საკითხზე უცვლელი პოზიცია აქვთ ექსპრემიერის გუნდის წევრებს. "გახარია საქართველოსთვის" წევრები მიიჩნევენ, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელის მისამართით "ქართული ოცნება" მიზანმიმართულ დევნას ახორციელებს.