„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობაზე. საუბარი შეეხო კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას.