ბახმაროში სტიქიამ პრობლემები შექმნა - Palitra News

ბახმაროში სტიქიამ პრობლემები შექმნა

2025-07-22 15:51:30+04:00

ბახმაროში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემური გახდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ბახმაროს გარდა, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხსა და ცაგერში, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.