„ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად მოქმედებს“ - ამ სახელწოდებით სტატიას ,,რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს - Palitra News

„ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად მოქმედებს“ - ამ სახელწოდებით სტატიას ,,რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს

2025-07-22 15:46:53+04:00

„ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად მოქმედებს“ - ამ სახელწოდებით სტატიას ,,რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია. მისი მტკიცებით, ევროკავშირის წევრი დაახლოებით 8 სახელმწიფო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ეწინააღმდეგება. ბლოკში საკითხზე სრული შეთანხმების არ არსებობის მიუხედავად, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის პირობებში შესაძლოა საქართველომ ყველა ის ბენეფიტი დაკარგოს, რომლითაც ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში სარგებლობს. მმართველი გუნდი გარე ძალების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს.