ბიუჯეტში შესული ჯარიმა საურავები წელს ალბათ ყველა რეკორდს მოხსნის - Palitra News

ბიუჯეტში შესული ჯარიმა საურავები წელს ალბათ ყველა რეკორდს მოხსნის

2025-07-22 13:54:02+04:00

ბიუჯეტში შესული ჯარიმა საურავები წელს ალბათ ყველა რეკორდს მოხსნის. მიმდინარე აქციების ფონზე სამართალდამცავებმა იმდენი ადმინისტრაციული ჯარიმა გამოწერეს, რომ ყოველთვიურად ბიუჯეტი ათეული მილიონი ლარით ივსება. რა თქმა უნდა ამაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიც შედის, თუმცა მხოლოდ გახმაურებული შემთხვევებიც კმარა იმის აღსაქმელად, როგორ მუშაობს ბიუჯეტის სასარგებლოდ ახალი რეგულაციები აქციიის დროს გზის გადაკეტვასთან თუ სოციალურ სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა თანამდებობის პირმა პირად შეურაცხყოფად ჩათვალოს. ამ ყველაფრის სტატისტიკა კი ასეთია. წელს სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში თითქმის 175 მლნ ლარი შევიდება, მხოლოდ ივნისში კი 38.5 მლნ ლარზე მეტი, რაც წინა თვესთან შედარებითაც გაზრდილი მაჩვენებელია 7 მილიონი ლარით.