საქართველომ ტურიზმიდან წელს 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა - Palitra News

საქართველომ ტურიზმიდან წელს 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა

2025-07-22 13:51:54+04:00

საქართველომ ტურიზმიდან წელს 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა. იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან 37.9%, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან 12.5%-ით და აზერბაიჯანიდან 30.7%-ით. წლის ამ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია ასევე საუდის არაბეთიდან და სომხეთიდან.