ექვსი თვის მაჩვენებლებით კომერციული ბანკები ისევ კოლოსალურ მოგებაზე გავიდნენ. მხოლოდ ნახევარი წლის მაჩვენებლებით, 15 კომერციული ბანკის მოგებამ 1 მილიარდ 558 მილიონ ლარს გადააჭარბა. ოთხი ბანკი კი ზარალზე გავიდა. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყენებული მონაცემებით, კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წმინდა მოგება მაისთან შედარებით კიდევ 285 მილიონი ლარით გაიზარდა. მოგების უდიდესი წილი ამჯერადაც ორ ბანკზე მოდის, მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“ წმინდა მოგება, მთლიანი ფინანსური სექტორის მოგების თითქმის 90%-ს შეადგენს. ცნობისთვის, გასული წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, კომერციულმა ბანკებმა 1 მილიარდ 467 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით გააუმჯობესეს. მართალია გასულ წელს ბაზარზე 17 ბანკი ოპერირდებდა, წელს კი ორი მიკრობანკიც დაემატა, თუმცა მოგებას როგორც უკვე გითხარით ძირითადად ორი ბანკი ინაწილებს.