ბანგლადეშში საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქში კოლეჯისა და სკოლის კამპუსს შეეჯახა - თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, - ჰოსპიტალიზირებულია 88 ადამიანი. მომხდარის გამო, მთავრობამ ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის პილოტიცაა. მათივე ინფორმაციით, მომხდარის გამოსაძიებლად სპეციალური კომიტეტი უკვე შექმნილია.