რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაგეგმვისა და ევროპული სანქციების საშიშროების მიუხედავად აგრესორი ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება - Palitra News

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაგეგმვისა და ევროპული სანქციების საშიშროების მიუხედავად აგრესორი ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება

2025-07-22 12:41:25+04:00

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაგეგმვისა და ევროპული სანქციების საშიშროების მიუხედავად აგრესორი ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმა გრძელდება - რუსეთის მხრიდან მასირებული შეტევის შედეგად ოდესაში ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დამწვარია ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები. დონეცკის ოლქში კორპუსის აფეთქებას კი 1 არასრულწოვანი ემსხვერპლა. ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 13300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. უკრაინული მხარე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეშინია.