დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - Palitra News

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

2025-07-22 12:39:25+04:00

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. - სანქციები მიზნად რუსული ნავთობის გაყიდვიდან შემომავალი თანხების შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულის სამიზნეს 135 ნავთობტანკერი წარმოადგენს, რომლებმაც 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი უკანონოდ გადაიტანეს. გარდა ამისა, ბრიტანული სანქციები იმ ორ კომპანიაზე გავრცელდება, რომელთა სახელზეც “ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებია რეგისტრირებული. მათგან ერთი რუსულ ნავთობკომპანია “ლუკოილთანაა“ დაკავშირებული.