საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა. დაგეგმილია აუდიენცია მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.