თვითმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ორად გაიგო. 8 ოპოზიციური გუნდი, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარშემო ერთიანდება და რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის წევრები. მათი შეფასებით, საპირისპირო აზრზე მყოფფა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ბოიკოტის მიღმა გეგმა ვერ წარმოადგინეს. ამის ფონზე ქართულ ოცნებაში კვლავ აცხადებენ, რომ ოპოზიცია გარე დირექტივების მიხედვით იმოქმედებს, 64-ვე მუნიციპალიტეტში კი დამაჯერებელ გამარჯვებას სწორედ მმართველი გუნდი მოიპოვებს. მეტს თემაზე ცარო კირვალიძე გვეტყვის.