ოპოზიცია განსაკუთრებით გარკვეული სასამართლო სხდომების დახურვის შემდგომ პროცესებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობას მოითხოვს. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ პროცესების მონიტორინგი განახორციელოს, თუმცა დეკემბრის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება საკითხზე თანხმობას არ იძლევა. ოპოზიცია მოუწოდებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას რეაგირება ჰქონდეს მათ შორის მონიტორინგის აკრძალვისა და ხელის შეშლის ნაწილშიც. უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ თითოეული პატიმარი სამართლიანი სასამართლოს უფლების სარგებლობს და ამ მხრივ მონიტორინგის საფუძველი არ არსებობს. რა კითხვები აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ადვოკატებს.