აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას ეწვია და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო - Palitra News

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას ეწვია და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო

2025-07-21 16:26:53+04:00

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას ეწვია და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ ექიმებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ჟღენტი წარუდგინა. მან დაგეგმილ სიახლეებსა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ხედვებზე ისაუბრა.