შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო - გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც 47 ათას ლარს შეადგენს - Palitra News

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო - გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც 47 ათას ლარს შეადგენს

2025-07-21 16:22:29+04:00

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც 47 ათას ლარს შეადგენს. გამოცემის თანამშრომლების განცხადებით, ინკასოს დადებამდე, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და ითხოვეს ვალის გადასახდელად შემოეთავაზებინათ გრაფიკი, რაზეც უარი მიიღეს. ისინი ფაქტს ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ზეწოლას უკავშირებენ. საკითს უკვე მოჰყვა შეფასებები. „ტერორი საქართველოში- აშკარა სასჯელის აქტი. ეს სამართლიანობა არ არის. ეს მიზანმიმართული რეპრესიაა“, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადება.