მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და ორად გაყოფილი ოპოზიცია - როგორია ვითარება 4 ოქტომბერს ჩანიშნული მუნიციპალური არჩევნების ჩატარებამდე - Palitra News

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და ორად გაყოფილი ოპოზიცია - როგორია ვითარება 4 ოქტომბერს ჩანიშნული მუნიციპალური არჩევნების ჩატარებამდე

2025-07-21 16:04:43+04:00

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, ორად გაყოფილი ოპოზიცია და "ქართული ოცნება", რომელსაც დამაჯერებლი გამარჯვების მოპოვების იმედი აქვს - ასეთია ვითარება 4 ოქტომბერს ჩანიშნული მუნიციპალური არჩევნების ჩატარებამდე. "გახარია საქართველოს" და "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრებს მიაჩნიათ, რომ აქვთ უპირატესობა თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" წინააღმდეგ წარმატებას მიაღწიონ, რაც შემდგომში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას გაამარტივებს. მუნიციპალურ არჩენებს კვლავ ბოიკოტს უცხადებენ "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებისთვის". მათი თქმით, სხვა ვარიანტის განხილვა "ქართული ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მინიჭების ტოლფასი იქნება.