თენგო თევზაძე - მოვუწოდებთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, რომ არამხოლოდ მონიტორინგის ნაწილში, არამედ მონიტორინგის აკრძალვისა და ხელის შეშლის ნაწილშიც ჰქონდეს რეაგირება - Palitra News

თენგო თევზაძე - მოვუწოდებთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, რომ არამხოლოდ მონიტორინგის ნაწილში, არამედ მონიტორინგის აკრძალვისა და ხელის შეშლის ნაწილშიც ჰქონდეს რეაგირება

2025-07-21 14:49:22+04:00

“ქართული ოცნება” მორიგი კრიტიკის სამიზნეა - მმართველმა გუნდმა ოპონენტების მხრიდან მწვავე განცხადებები ამჯერად იმის გამო დაიმსახურა, რომ კონკრეტულ სასამართლო პროცესებზე ეუთო/ოდირის მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობა არ გაუცია. საქმე ეხება მათ შორის დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასამართლო სხდომებს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ შორის "სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ გაავრცელა. ხელისუფლების ოპონენეტების შეფასებით, მნიშვნელოვანია დამკვირვებლებმა დაინახონ, რომ დაპატიმრებული პირები სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობენ. ოპოზიციის ბრალდება უსაფუძვლოა უმრავლესობისთვის, რომლის წევრებიც გარკვეული საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე საუბრობენ.