ოპოზიციის შეფასებით "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირობებში შესაძლოა საქართველომ დაკარგოს ყველა ის ბენეფიტი, რომლითაც ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში სარგებლობს. ოპონენტებს მოსაზრებას უმყარებს, მათ შორის, ევროპარლამენტის სახელით გავრცელებული ბოლო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. კრიტიკას კრიტითვე პასუხობენ "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობის ლიდერები ბრიუსელს უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ევროპელი ლიდერები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ. რა რისკების წინაშე დგას საქართველო?