25 ივლისს ირანი სტამბოლში ევროპის ქვეყნებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს - Palitra News

25 ივლისს ირანი სტამბოლში ევროპის ქვეყნებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს

2025-07-21 13:27:34+04:00

უცხოური მედიის ინფორმაციით, 25 ივლისს ირანი სტამბოლში ევროპის ქვეყნებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, ირანი მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება. ევროპულმა ქვეყნებმა რამოდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ თეირანის წინააღდეგ ე.წ. „უკან დაბრუნების მექანიზმის“ ფარგლებში გაერო-ს სანქციებს აღადგენენ, თუ ირანსა და აშშ-ს შორის არ განახლდება, კონკრეტულ შედეგებს არ გამოიღებს მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა.