სირიის სუვეიდის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების მსხვერპლთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით 1120-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის სულ მცირე 427 დრუზი მებრძოლი და ამავე თემის წარმომადგენელი 298-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთაგან 194 თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სიკვდილით დასაჯეს. ობსერვატორიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სამთავრობო შენაერთების კიდევ, სულ მცირე, 15 ჯარისკაცი დაიღუპა.