უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა სპეციალურ ოპერაციას ატარებენ, რომლის მიზანი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროზე რუსული გავლენის ნეიტრალიზაციაა. მედიის ცნობით, დეტექტივებს ბრალი ღალატში, რუსდეთის ფედერაციასთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციულ ქმედებებსა და სხვა დანაშაულებში ედებათ. გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად ჩხრება 80 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.