პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს და 2001 წელს დაბადებული ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი ავტომობილით გადაადგილებისას, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შემდგომ, მასსა და მეორე ავტომანქანის მგზავრს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტში ჩაერთო პირველი ავტომობილის მძღოლის ძმა, რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თანნაქონი ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.