რუსეთი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის პირადი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტები მნიშვნელოვან შეთანხმებებს დააფიქსირებენ. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის საკითხის მოგვარება ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს და ვაშინგტონი ამას სულ უფრო უკეთ ხვდება. მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი გზით დასრულება. პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა, ამ საკითხთან დაკავშირებით სწრაფი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ მოსკოვისთვის მთავარია, თავის მიზნებს მიაღწიოს.