უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში გაერო-ს დახმარების სატვირთო მანქანების მოლოდინში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 67 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას, ღაზას სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ, ისრაელიდან გადასვლისა და საკონტროლო პუნქტების გავლის შემდეგ მალევე, მის 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარ კოლონას მშიერი მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი დახვდა, რომლებიც შესაძლო საფრთხეს წარმოადგენდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი განმარტეს, რომ მათ საფრთხის აღმოსაფხვრელად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. მაისის ბოლოდან საკვების მოპოვების მცდელობისას პალესტინელების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება.